ბორის წიფურიას საამაყო ამბავი ნონა გაფრინდაშვილზე

ბორის წიფურიას საამაყო ამბავი ნონა გაფრინდაშვილზემსახიობი ბორის წიფურია ყოველთვის დიდი სიამაყით იხსენებდა შეხვედრას მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან, როდესაც ჭადრაკის სასახლეში ერთდროულ სეანსზე მსოფლიო ჩემპიონი ყაიმზე დაითანხმა:

“ერთხელ ჭადრაკის სასახლეში მიმიწვიეს. მითხრეს, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულ სეანსს ატარებს და სათამაშოდ ცნობილი ადამიანები არიან მიწვეულებიო.

ჭადრაკი არცთუ კარგად ვიცი, ამიტომ შეხვედრაზე მეგობართან, მშენებელ ვახტანგ ოყროშიძესთან ერთად წავედი და ყველას, როგორც მწვრთნელი, ისე გავაცანი, თან გვერდით მოვისვი.

მეგობრის კარნახით თამაში ისე წარიმართა, რომ ნონა გაფრინდაშვილმა ყაიმი შემომთავაზა. მე კი ვუთხარი, მაკოცნინე და ყაიმზე დაგთანხმდები-მეთქი. ნონა გადამეხვია და გადამკოცნა.

ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონთან საჭადრაკო პარტია მეგობრის დახმარებით ყაიმით დავასრულე.”