7 ივნისი, 2020

არ დავივიწყოთ თეონა ქუმსიაშვილის დანაბარები

არ დავივიწყოთ თეონა ქუმსიაშვილის დანაბარებიტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი თავისი განუმეორებელი ხმითა და სიმღერის გამორჩეული სტილით აჯადოებდა ათასობით მსმენელს.

მთისა და პოეტ გელა დაიაურის სიყვარულმა კი ხელოვანი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მთა ყველაზე სუფთაა:

“მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი, მძიმე ტვირთია ეშმაკისგან ათასგვარი საცდურით დახუნძლული, მთა კი სუფთაა…

გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს, თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი.”