5 ივნისი, 2020

ამირან შალიკაშვილის ლექსებს რომა რცხილაძე გააჟღერებს

ამირან შალიკაშვილის ლექსებს რომა რცხილაძე გააჟღერებსსაქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის უცნობ ლექსებს 5 ივნისს, 21 საათზე პანტომიმის თეატრის ოფიციალურ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი რომა რცხილაძე გააჟღერებს8

დიდი მაესტროს გაზრდილი მსახიობები კი პანტომიმის უსიტყვო ხელოვნებას კიდევ ერთხელ გვაზიარებენ.

სპექტაკლის დასასრულს, ყოველი მსახიობისთვის, ხმამაღალი ტაშის გაგება ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხოლო ახლა თანამედროვე სამყაროში, მაყურებლების უსიტყვო ტაში (Like) იქნება პანტომიმის თეატრის მსახიობების ბედნიერების მიზეზი.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.