ზვიად გამსახურდიას არაჩვეულებრივი განმარტება

ზვიად გამსახურდიას არაჩვეულებრივი განმარტებაფილოლოგის, მწერლისა და მთარგმნელის ზვიად გამსახურდიას არაჩვეულებრივი განმარტება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის განმარტებაზე აქტუალობას არასდროს დაკარგავს:

“ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის.

ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან. ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა.

ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს.

ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის.”