29 მაისი, 2020

ვერა ფაღავას ნამუშევარი სოლიდურ ფასად გაიყიდა

ვერა ფაღავას ნამუშევარი სოლიდურ ფასად გაიყიდაქართველი მხატვრის ვერა ფაღავას ნამუშევარი “პირამიდა”, რომელიც 1975 წელს არის შესრულებული, ნიუ იორკში გამართულ არტ-ბაზრობაზე სოლიდურ ფასად – 64 000 დოლარად გაიყიდა.

ვერა ფაღავა საფრანგეთში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები კარგად იყო ცნობილი სახვითი ხელოვნების მოყვარულებისთვის მთელ მსოფლიოში. 1966 წელს მან საფრანგეთი ვენეციის ბიენალეზეც კი წარადგინა.

ხელოვანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლების გვერდით, ლევილის სასაფლაოზე.

ვერა ფაღავას ნამუშევარი სოლიდურ ფასად გაიყიდა