30 მაისი, 2020

ვახტანგ მაჭავარიანის სამართლიანი მოთხოვნა

ვახტანგ მაჭავარიანის საგანგებო მიმართვადირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი სრულიად სამართლიანად მოითხოვს ე.წ. პენსიონერული შკალის გაუქმებას:

ეს რა უზნეო ტერმინი გამოიგონეს კორონავირუსთან დაკავშირებით. ანუ “პენსიონერები”, და ჩასვეს ეს ტერმინი გარკვეულ შკალაში, ამა და ამ წლიდანო…

ქართულად გეტყვით, საცოდავია ეგ თქვენი ტერმინი, რომელსაც წარამარა იმეორებთ პაპუგაივით. მაშინ რატომ ამუშავებთ გამყრელიძეს, ცერცვაძეს? არ არიან საპენსიო ასაკში? თვით ეს ტერმინი მიმაჩნია რასისტულად!

ჩაიხედეთ ვიკიპედიაში და ნახეთ, რომელ ასაკამდე მუშაობდნენ (ანუ გარდაცვალებამდე) პიკასო, ტოსკანინი, ოტტო კლემპერერი, ევგენი მრავინსკი და კიდევ არა ერთი. ასე განზოგადება ხომ არ შეიძლება, ესენი ხომ არ არიან ათწლეულებით ნამუშევარი ბუღალტრები, მერე პენსია რომ ერგოთ და შვილიშვილები დაჰყავთ ვაკის, გორკის (ან სხვა) პარკში, იქ წაიკითხავენ გაზეთს და 22.00 დაიძინებენ.
ჩემი სამივე მაესტრო, ოდისეი დიმიტრიადი, გენადი როჟდესტვენსკი და ლორინ მააზელი კარგა მაგრა გადასცილდნენ 80-ს და პულტთან იდგნენ, ხოლო მააზელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის პოსტზე.

ასეთი მაგალითი ბევრია. ჩემი მეგობარი იური ტემირკანოვი, პეტერბურგის ფილარმონიის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი 82 წლისაა, აბა, შეხედეთ, როგორ დირიჟორობს. ნახეთ, რამდენი მწერალი, მხატვარი არ ჯდება თქვენს პენსიონერულ შკალაში.

მაშინ რობიკო სტურუა, გოგი მესხიშვილი, ელისო ვირსალაძე, მურაზ მურვანიძე და ა.შ. პენსიონერები ყოფილან, ასე ჩემი თაობაც: საიმონ რეტლი (ლონდონის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი), ვალერი გერგიევი, ლექსო თორაძე და პირადად მეც ვუახლოვდებით საპენსიო ასაკს. მაშინ ყველა ამ ქართველს, ხელოვნებაში დიდი დამსახურებებისთვის გადაუხადეთ სათანადო პენსია!

ეს არის სოციალისტურ-კომუნისტური уровниловка, და დაფიქრდით ამაზე.”