16 მაისი, 2020

ვახტანგ მაჭავარიანი დუმილს არღვევს

ვახტანგ მაჭავარიანი დუმილს არღვევსდირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი წლების შემდეგ  დუმილს არღვევს და ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის ქუჩაში დატოვების თემას ეხმაურება, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება:

“ეხლა წავიკითხე, თურმე იმ მძიმე წლებში, ჯანსუღ კახიძე პალტოში ჩაცმული დირიჟორობდა რეპეტიციებს; საწყალი. ამავდროულად იგი ძირავდა და ანადგურებდა იმ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა ათწლეულების მანძილზე, რადგან მათ უარი უთხრეს მას შემდგომ თანამშრომლობაზე, რაც ნორმალურია, რადგან უდიდესი მაესტროები რჩებიან ორკესტრებში 5 ან მაქსიმუმ 10 წელი. იგი ასევე ძირავდა კომპოზიტორთა მთელ პლიადას! მიქელაძის სახ. ორკესტრზე ვენდეტა განახორციელა ჯ.კახიძემ ე.შევარდნაძის და რაც მთავარია კორუფციაში ჩართული მაშინდელი (და დღევანდელი) “ინტელიგენციის” მეშვეობით. ის რაც ხდება დღეს, ანუ კოვიდ 19-ს შედეგები, არის მსოფლიო უსამართლობის შედეგი, სადაც ერთი დიდი ქვა დადო კახიძემ, შევარდნაძემ, მათმა ერთგულმა მაფიოზურმა ჯგუფმა, ამ ჯგუფის მონა მორჩილმა “ინტელიგენციამ” და მათი შემხედარვმა ბრიყვმა საზოგადოებამ.

ამის გამო დღემდე უსახლკაროა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. ბრიყვი მთავრობები კი უსმენენ კორუმპირებულ მავანებს და ჰგონიათ, რომ ისმენენ ერის ძახილს. გამაღიზიანა ზემოთ მოყვანილმა პალტოს გროტესკულმა თემამ, რამაც გამოიწვია ეს გამოძახილი…

…ერთი სიტყვით არ შევხებივარ მის პროფესიონალურ, და უდავოდ უდიდეს როლს. მე აქ ვისაუბრე იმ უკუღმართ ფაქტზე, რომ 1998 წლის ივლისიდან, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დატოვეს უსახლკაროდ და ბედის ამარა, რაც დღემდე გრძელდება, ანუ უკვე 22 წელი. ისიც სიმართლეა, რომ მავანთა ნაწილმა ამ ცუდ საქმეს პრესაშიც კი დაუჭირა მხარი. სიმართლე მჭრელია, ამიტომ არ სიამოვნებს ზოგიერთებს. ისევ ვამბობ, არ ვსაუბრობ მისი მაღალი პროფესიული დონის თემაზე, აქ საუბარია სრულიად სხვა ჭრილში და ნუ ეძებთ იმას, რაც არ მითქვამს…

…თქვენ წერთ მაესტროს განდიდებას არ გყოფნით ….. რომ დაგმოთ ის ფაქტი, რომ სრულიად უსინდისოდ გაძევებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ქუჩაში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს მიკერძოვებულ და “круговая порука” ბუნებაზე. ვთქვი და დავამთავრე, 100% ვდგევარ იქ სადაც ვდგევარ…

ამის ცოცხალი და გარდაცვლილი მოწმეები არსებობენ. ცოცხლები: მაშინდელი კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, მისი პირველი მოადგილე კობახიძე და კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ლიკა კოპალეიშვილი, ასევე გარდაცვლილები: გიგა ლორთქიფანიძე, სოსო კეჭაყმაძე, ბუთხუზ ბასილაია და კიდევ ერთი-ორი, როდესაც იქ იყო შეხვედრა თემაზე: ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაშლაზე, ანუ ელიმინაციაზე, სადაც მე სრული უთანხმოება მქონდა მათთან და არ დავეთანხმე, მაშინ მესროლა დიდი საფერფლე ჯანსუღ კახიძემ პირდაპირ სახეში. ეს მფრინავი ობიექტი დავიჭირე ჰაერში და ნახევარი წამის შემდეგ ვესროლე იგი უკან პირდაპირ კახიძეს. მან აიცდინა საფერფლე, ადგა და გავიდა მინისტრის ოთახიდან. იმ დღეს გადარჩა ე.მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი!”