31 მაისი, 2020

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზეაქვსენტი ცაგარელის “ხანუმას” როლის შემსრულებელი მსახიობის ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე უპრეცედენტო ფაქტი მოხდა.

მარჯანიშვილის თეატრიდან მოულოდნელად გარდაცვლილი მსახიობის ცხედარი ქალბატონებმა გამოასვენეს. ელისაბედ ჩერქეზიშვილის კუბო ნატო ვაჩნაძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილსა და თამარ ჭავჭავაძეს მიჰქონდათ.

ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე არა მამაკაცები, არამედ ქალბატონები მიასვენებდნენ.

84 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.