სულიერი სნეულებების განკურნება ვახტანგ მაჭავარიანისგან

სულიერი სნეულებების განკურნება ვახტანგ მაჭავარიანისგანდირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი სულიერი სნეულებების განკურნების საუკეთესო მეთოდად ზნეობრივი მუსიკის მოსმენას მიიჩნევს:

“ისედაც დიდი პრობლემებია ამ პლანეტაზე! ამას ემატება ფსიქოზი!

მისნების და ასტროლოგების ხილვები…

აღვირახსნილი მამაოების მეორედ მოსვლის პროგნოზები…

პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსიქოპატების ვერდიქტები…

ბანკირების და ასეთების განცხადებები…

გავიხსენოთ, რომ ძველი ბერძნები მუსიკას იყენებდნენ როგორც სულიერი სნეულებების განკურნებისთვის, ასევე იმ დროს არსებული ეპიდემიების წინააღმდეგ. ოღონდ, როგორც კონფუციუსი გვაუწყებს, ამისთვის საჭიროა ზნეობრივი მუსიკა.”