შოთა ნიშნიანიძე კონსტანტინე გამსახურდიაზე

მინდა ვიყოთ ერთად - შოთა ნიშნიანიძე“დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენას”, “დიონისოს ღიმილის”, “მთვარის მოტაცების”, “დავით აღმაშენებლის” ავტორს კონსტანტინე გამსახურდიას პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა:

“მცხეთის ქალაქს მირონი დუღს”, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მობრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი,
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო.”