14 მაისი, 2020

საბედისწერო დღე დიმიტრი ყიფიანისთვის

საბედისწერო დღე დიმიტრი ყიფიანისთვისმთარგმნელი და პუბლიცისტი დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადასახლებაში ყოფნისას 72 წლის ასაკში გამოასალმეს სიცოცხლეს.

პირველადი ვერსიით, იგი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით იყო მოკლული – მას თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს, ხელ-ფეხი კი შეუკრეს. დამნაშავეები შეეცადნენ დაგეგმილი მკვლელობა რიგით ყაჩაღობად წარმოეჩინათ, ამიტომაც ქართველი საზოგადო მოღვაწის საფულე დააცარიელეს და დახიეს.

მწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანის მკვლელობას ასე გამოეხმაურა:

“ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს……
იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს.“