5 მაისი, 2020

ქეთევან დუმბაძე მამაზე – ნოდარ დუმბაძეზე

ქეთევან დუმბაძე მამაზე - ნოდარ დუმბაძეზეყველაზე გულიან პოეტთან ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით მისი შვილი ქეთევან დუმბაძე გამორჩეულ ისტორიას იხსენებს:

“ნოდარ დუმბაძის დაკრძალვა განსაკუთრებული იყო.

დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა გადმოსცემდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღლევებელი იყო.

სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა:

– თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო. ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება ხალხი სიცილითო.

ბატონი ნოდარი შეცდა – მის დაკრძალვაზე რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა კითხულობდნენ მის ნაწარმოებებს და ხალხი კი არ იცინოდა, ტიროდა.”