23 მაისი, 2020

ქეთა თოფურია: “დამაბრუნეთ საქართველოში!”

ქეთა თოფურია: "დამაბრუნეთ საქართველოში!"“ა სტუდიოს” სოლისტი ქეთა თოფურია საქართველოში დაბრუნებას ითხოვს.

ინფორმაცია მისმა უფროსმა კოლეგამ მიხეილ ზაქარიაშვილმა გაავრცელა:

“რუსები დამპირდნენ, რომ კორონა არ გავრცელდებოდა ძალიან და ჩემ კონცერტებს ისევ ჩავატარებდი უპრობლემოდ, მაგრამ ეხლა უკვე მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთი კორონას გავრცელების მხრივ, რის გამოც, ვერც ერთ კონცერტს ვეღარ ვატარებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე უკაპიკოდ დავრჩები.

მივმართავ ქართველ ხალხს და მთავრობას, დამაბრუნეთ საქართველოში, როგორც ჩანს, მანდ უკვე მშვიდობაა და მეც უფრო მშვიდად ვიქნები ჩემს ქვეყანაში, დამაბრუნეთ პირდაპირი რეისით. მე მანდ ცხოვრება მინდა!” – განაცხადა ქეთამ ლაივში.”