პიერ რიშარის დაუვიწყარი ამბავი საქართველოში

პიერ რიშარის დაუვიწყარი ამბავი საქართველოშიფრანგი მსახიობი პიერ რიშარი საქართველოში რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.

მაესტრო გელა ფარჩუკიძე, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობდა, ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ლეგენდარული ყანწი ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძისა… (ასე ჰქვია, თორემ, როგორც ამბობენ, გიორგი XII-ის ნაქონია.) საუცხოო და მშვენიერი რამაა დალოცვილი, როგორც ხელოვნების ნიმუში… ხოლო როგორც სასმისი კი სულ 15 კაცს ჰქონია დალეული ბოლომდე და მათი სახელები ამოტვიფრულია კიდეც თავად ყანწზე… (ტევადობა კი „სულ რაღაც“ 9,700 ლიტრია…) მათ შორის თავად გულბაათ ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა (მამა), დავით ამილახვარი, გიორგი ღვინიაშვილი და კიდევ 11 ვაჟკაცი, რომლებმაც დალიეს ეს გიგანტი სასმისი. (სხვათა შორის სულ სხვადასხვა ეპოქებში – ორი საუკუნის განმავლობაში.)

აი, მე კი ვერ მოვხვდი ამ ლომებში… მე მხოლოდ ნახევარი შევძელი დამელია, თუმცა გული იმით დავიმშვიდე, რომ გაცილებით ბევრი დავლიე, ვიდრე ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარმა ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”. მე ჩემი ანსამბლის ბიჭებთან ერთად მის ქართველ მეგობარს ვთამაშობდი.”

პიერ რიშარის დაუვიწყარი ამბავი საქართველოში