10 მაისი, 2020

ოთარ მეღვინთუხუცესის აუხდენელი ოცნება

ოთარ მეღვინთუხუცესის აუხდენელი ოცნებაალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცესსაც დარჩა აუხდენელი ოცნება.

ქეთი დოლიძე:

“ოთარ მეღვინეთუხუცესი! უდიდესი მსახიობი! უდიდესი პიროვნება! საქართველოს პატრიოტი და სინდისი! უკომპრომისო, ერთგული, იშვიათად ერთგული ადამიანი! გიჟი მამა და მუდამ შეყვარებული მეუღლე!
მას უწოდებენ სცენის გენიოსს! ასეც იყო, ასეც… გლაზგო, ედინბურგი, ვარშავა… ვინ არ უკრავდა ტაშს!!! ანდჟეი ვაიდა, ეჯი კავალეროვიჩი, დანიელ ოლბრიხსკი…

ლონდონზე ოცნებობდა… ედინბურგში “ანტიგონეს” უზარმაზარი წარმატების შემდეგ ლონდონში მიგვიწვია უილიამ ბარდეტ კუტსმა. “რივერსაიდ”-ის თეატრისთვის არაჩვეულებრივი ქართული სეზონო მოვამზადეთ, სადაც მთავარი “ჰიტი” თემურ ჩხეიძის “ანტიგონე” უნდა გამხდარიყო. ლონდონში დაიბეჭდა ოთარის დიდი პორტრეტები, რომლებიც “ჰიტროუში” უნდა გამოკრულიყო….

და ეს ყველაფერი “ჩაშალა” კულტურის მინისტრმა ბ-ნმა რურუამ, “დიდმა მოღვაწემ”..

აი, ასე გაყვა ჩემს უსაყვარლეს ოთარს ეს დიდი ოცნება და სურვილი.

რას ვიზამთ ოთარ! შენი სახელი ყველას მუდამ ემახსოვრება…

ამათი – არავის!”