ონლაინ სპექტაკლი კოტე თოლორდავას დაბადების დღეზე

ონლაინ სპექტაკლი კოტე თოლორდავას დაბადების დღეზე13 მაისი კოტე თოლორდავას დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წარმოადგენს რეჟისორ ხათუნა მილორავას სპექტაკლს “დეჟა ვუ”. სპექტაკლი ალექსანდრე გელმანის პიესის მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლში მონაწილეობენ კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სპექტაკლის ონლაინ ჩვენება 15 საათზე დაიწყება.