6 მაისი, 2020

ნუ ამახინჯებთ ცეკვა “ყაზბეგურს”!

ნუ ამახინჯებთ ცეკვა "ყაზბეგურს"!ცეკვა “ყაზბეგური” ქართული მთის სულის ამოძახილია. მისი შესრულება მოცეკვავეებისთვის – უდიდესი პასუხისმგებლობა.

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი მოუწოდებს თავის კოლეგებს, შეწყვიტონ ამ ულამაზესი ცეკვის დამახინჯება:

“სირცხვილია! ცეკვა “ყაზბეგურში” ნუ შეგაქვთ ჰიპ-ჰოპის და ბრეიქ-დანსის ელემენტები არ უხდება, არა! უკვე უამრავმა პროდიუსერმა და უცხოელმა მოცეკვავემ მითხრა… ქართული ცეკვას ტ.აკის თამაში არ უხდება… სამთიულურო ცეკვის ილეთების სირთულეები, სიღრმეები, დინამიკა და ჟილკა საერთოდ დაიკარგა…

მერე ეს მალამბოს ცეკვის ილეთები რა უბედურებაა! ამოიღეთ ეს კოჭების გაშკურკვა ცეკვებიდან და კვერცხების ხოხიალი…”