5 მაისი, 2020

მუხრან მაჭავარიანის ყველაზე დიდი ოცნება

მუხრან მაჭავარიანის ყველაზე დიდი ოცნებაპოეტ მუხრან მაჭავარიანის ლექსები ათასობით მკითხველისთვის გამორჩეულად საყვარელია.
მისი პოეზიიდან “არტ•ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთს, რომელშიც პოეტის ოცნებაა წარმოდგენილი:

“რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.
რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.
დიდი ქალაქი
რომ არ მენახა! –
მეყოლებოდა ახლა ხარები.
შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.
არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი,
აღარც მდიდარი.
ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,
ცივ სოხანეზე
გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.
მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრად ყურება –
იზლაზნება
მინდვრებიდან
როდესაც ორთქლი.
პარასკეობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს,
მეუღლეს ჩემსას
ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.
სოფლის სკოლაში ორი ბავშვი –
ჩემიც ივლიდა;
ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა,
გოგოს – ივლიტა, –
რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.”