21 მაისი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილი: “უკანასკნელად გაფრთხილებთ!”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "უკანასკნელად გაფრთხილებთ!"ავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი უკანასკნელად აფრთხილებს ყველა იმ მუსიკოსს, მომღერალსა თუ ჯგუფს, რომელიც მის სიმღერებს იყენებს, მიუთითონ ავტორი:

“აი, ასე გადააკეთებენ და ისეთი შთაგონებით მღერიან, თითქოს მათი შექმნილი იყოს ეს სიმღერა. სირცხვილი არ არის? არ არიან ღირსები, რომ ვუჩივლო იმისთვის, რომ მეტი ასე აღარ მოიქცნენ? ლექსიც ჩემია და სიმღერაც. მიუთითეთ მიხეილ ზაქარიაშვილი.

თქვენ ალბათ დაბადებულებიც არ იყავით, როცა ამ ჩემს სიმღერას მესამე სამუსიკო სასწავლებელში ვმღეროდით, მერე ანსამბლ “ივერიასთან” ერთად შევასრულე, მოგვიანებით, თამუნა ამონაშვილმა იმღერა და ჩემს ალბომშიც შევიდა! უკანასკნელად გაფრთხილებთ! მიუთითეთ ავტორი და როცა რამე ჩემს სიმღერას იმღერებთ, უბრალოდ, შემეკითხეთ ელემენტარული ზრდილობის ამბავია…”

“ეს არის ,,როცა ჩემთან ხარ” ამ სიმღერის ორიგინალი, ბავშვებო, შექმნილია 80-იან წლებში. დაიმახსოვრეთ, მიუთითეთ და მეტი აღარ გამამეორებინოთ – ასე, სხვისი სიმღერის მითვისებით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.”