ლევან ჩხაიძე: “რას გვიპირებთ?!”

ლევან ჩხაიძე: "რას გვიპირებთ?!"პიანისტი ლევან ჩხაიძე სვამს კითხვას და პასუხს იმ ადამიანებისგან თუ უწყებებისგან ელოდება, რომლებმაც ის და ათიათასობით მოქალაქე არაფრად ჩააგდეს:

“ძალიან მაინტერესებს მართლა… ჩემი კოლეგების და არა მარტო მათი, ჩემნაირი ათიათასობით მოქალაქის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება – ანუ, მე არ მაღიარებს ქვეყანა, ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ფარატინა ფურცელით არ დაადასტურა ჩემი არსებობა და საქმიანობა?!

საქართველოს მთავრობა – ძალიან მაინტერესებს მართლა, მე ვარ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქე… ჩვენ, სახელოვნებო სფეროს (და არა მარტო) წარმომადგენლებს გვაღიარებს თუ არა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია? ან რა პრინციპით დაგვყავით ასე და დაგვტოვეთ თუნდაც იმ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარეშეც, რომელიც, ბუნებრივია, 1 თვესაც არ ეყოფოდა არავის?!

ასევე ძალიან მაინტერესებს, რას გვიპირებთ ადამიანებს ივნისიდან რომ ბანკები განაახლებენ ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებსაც რომ არავინ დაგვიფარავს. ამ დროს კი საუბარიც არაა ჩემი საქმიანობის აღდგენის პერსპექტივაზე?!

ვიქურდო, ვიყაჩაღო თუ უპერსპექტივოდ სესხების თხოვნით დავიარო ახლობელ-ნათესავები, რომ როგორმე თავი გავიტანო და განახლებული საბანკო ვალდებულებები გადავიხადო?!

ვინმე არის ამ ქვეყანაში, ვინც ფიქრობს ჩვენზე?!”