14 მაისი, 2020

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ისტორიული ფოტო

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ისტორიული ფოტომწერალ კონსტანტინე გამსახურდიას და მისი შვილის მწერლისა და ფილოლოგის ზვიად გამსახურდიას ისტორიულ ფოტოს უმცროსი კონსტანტინე გამსახურდია გვიზიარებს:

“ნიკა ბაძაღუამ, აფხაზური ლიტერატურის შესანიშნავმა მცოდნემ და მთარგმნელმა მოიპოვა ეს ისტორიული ფოტო. მასზე ვხედავთ აფხაზ პოეტ ივანე თარბას, ასევე კარლო კალაძეს, ზვიად გამსახურდიას, მარინა ეფრემოვა-ეშბას, კონსტანტინე გამსახურდიას, ხუხუტი ბღაჟბას და ვიანორ კოკაიას. ფოტო გადაღებულია 60-იანი წლების დასაწყისში.

ივანე თარბა აფხაზი ლეონიდი მეფეების, ბაგრატ III-ის და არზაყან ემხვარის სულის კაცი იყო. იგი სტუმრად ნამყოფია კონსტანტინესეულ “აფსუა აბაა”-ში, (აფხაზური სახლი ქართულად) რომელიც ბიჭვინთასთან, ლიძავაში იდგა. იგი მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან, გოგლა ლეონიძესთან, შოთა ნიშნიანიძესთან, მუხრან მაჭავარიანთან და სხვა მწერლებთან. ფოტოზე ვხედავთ ასევე დიდებულ ადამიანს, ასეთივე სულის აფხაზს – პროფესორ ხუხუტი ბღაჟბას, ავტორს წიგნისას ბზიფის აფხაზურ დიალექტზე. თავად ფაქტი ასეთი ადამიანებს არსებობისა ასაზრდოებს იმედს, რომ ოდესმე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.”

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ისტორიული ფოტო