1 მაისი, 2020

ჯილდა დათუაშვილი – 24 წლის ასაკში ჩამქრალი ვარსკვლავი

ჯილდა დათუაშვილი - 24 წლის ასაკში ჩამქრალი ვარსკვლავინიჭიერი მომღერალი ჯილდა დათუაშვილი გასული საუკუნის 60-იანი წლების ვარსკვლავი იყო, რომელიც 24 წლის ასაკში ჩაქრა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, კახელმა გოგონამ ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ნიჭმა არ მოასვენა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში მიიყვანა, სადაც სოლისტიც გახდა და ათასობით ერთგული მსმენელიც გაიჩინა.

ჯილდასთვის სიმღერებს წერდნენ ცნობილი კომპოზიტორები. მისი სავიზიტო ბარათია სიმღერა “ჩუმად მითხარი”, რომელიც კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა სპეციალურად ჯილდა დათუაშვილისთვის დაწერა. კომპოზიტორი მას საოცრებას უწოდებდა და მისი უშუალობითა და სიყვარულით სავსე პიროვნებით იყო მოხიბლული:

“როგორც მომღერალი განუმეორებელი გახლდათ. გული მწყდება – მისნაირები დღეს იშვიათად იბადებიან. სიმღერა “ჩუმად მითხარი” ჯილდასთვის დავწერე. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სიმღერა დიდხანს არავის უმღერია… ეს სიმღერა მის სიმღერად დარჩა.”

ჯილდა მხატვრების მუზაც გახდა. მისი პორტრეტი კორნელი სანაძემ და მანანა ბობოხიძემ დახატეს.

ახალგაზრდა მომღერალს ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა იგი სრულიად ახალგაზრდა 24 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.