30 მაისი, 2020

იოსებ კეჭაყმაძის და შალვა მოსიძის გენიალური ტანდემი

იოსებ კეჭაყმაძის და შალვა მოსიძის გენიალური ტანდემიკომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძისა და საგუნდო დირიჟორის შალვა მოსიძის გენიალური ტანდემის ჩანაწერს დირიჟორი შიო აბრახამია გვიზიარებს:

“ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სიტყვას “გენიალური” სიფრთხილით მიმართვა სჭიდება. სიფაქიზით უნდა შეირჩეს ეპითეტირებისთვის ადრესატი.

ჰოდა, რაში ვლინდება ხელოვანის გენიალურობა – განსაკუთრებულ, უდიდეს შემოქმედებით უნარებში, ნიჭში.

მოისმენ “თბილისურ კაპრიჩიოს” და ფიქრობ, სადაა გენიალურობა, კომპიზიციაში, თუ შესრულებაში?!

სინთეზში – გადაშლი პარტიტურას და გაოცებს ფაქტურა კონტრასტების მრავალფეროვნებითა და გამოყენებული ხერხებით; მოისმენ შესრულებას და გაოცებს საორკესტრო ჟღერადობა.

ვირტუოზული საგუნო პიესა, რომელიც თითქმის 30 წელია არსებობს და ერთადერთმა დირიჟორმა “დაძლია” (უკაცრავად, ზუსტი შეფასებაა) და სულ რამდენჯერმე შესრულდა.

სტილის შეგრძნება, ტემბრული მრავალფეროვნება, იდეალური ინტონაციური სისუფთავე, დახვეწილი ფრაზირება, ანსამბლური სიმწყობრე და რაც ნიშანდობლივია – ეროვნული ელფერი.

რთული საგუნდო პარტიტურის საორკესტრო ხმოვანება – კეჭაყმაძე-მოსიძის იღბლიანი ტანდემის ერთი გენიალური შედეგი: 15-წუთიანი მოგზაურობა ძველ თბილისში.”