მომღერლისა და კომპოზიტორის ინოლა გურგულიას ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “ადამიანი” ბრიტანელმა მომღერალმა გაბრიელმა ახლებურად ჩაწერა.
სიმღერა ინტერნეტში რამდენიმე დღეა გამოჩნდა, დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი მსმენელის გულიც დაიპყრო.
– იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო! – ეს არის ინოლა გურგულიას ანდერძი, რომელიც წლებია სრულდება და მომავალშიც დიდხანს ასრულდება.