31 მაისი, 2020

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზე

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზეპოეტი და მწერალი ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის ნოე ჟორდანიას შესახებ წერდა:

“უვიცთა და უმეცართა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბ-ნ ჟორდანიას, თავისი თავი ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისი თავის ქებითა, იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გაუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

ბ-ნი ჟორდანია, უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია. ხუთი-ექვსი ფრაზა უსწავლია რუსულ-მარქსიზმისა, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თვითონ მარქსმა თქვა: “რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან.”