22 მაისი, 2020

ჰოლივუდიდან გაძევებული ჩარლი ჩაპლინი

ჰოლივუდიდან გაძევებული ჩარლი ჩაპლინიალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიო ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი ჰოლივუდიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში გაძევებული იყო. ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის გამოო…

მხოლოდ 1972 წელს 83 წლის მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი და უბრალოდ უნიჭიერესი ადამიანი საპატიო ოსკარით დააჯილდოვეს.

როგორც ამბობენ, ჩაპლინმა არც კი იცოდა, თუ რისთვის მიიწვიეს ამერიკაში ორი ათეული წლის შეზღუდვის შემდეგ. გადავსებული დარბაზი ფეხზე წამოუდგა ცოცხალ გენიოსს და 10-12 წუთის განმავლობაში უწყვეტი ტაშით და ბრავოს შეძახილებით გამოხატა სიყვარული.

სიმართლე უნდა ითქვას, – ჩარლი ჩაპლინი ბევრს მისი ებრაელობის გამო არ უყვარდა. ამბობენ, ჰიტლერს სასამართლოში უჩივლა – ულვაშები მომპარაო.

ხელოვანს თავადაც ესმოდა, რომ უცოდველი არ იყო, ამიტომაც სწერდა ერთ-ერთ ქალიშვილს – ჯერალდინას წერილში:

„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.“