გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ერთ-ერთ ანეკდოტს გვთავაზობს:
“გიორგობას ტრადიციულად ანეკდოტი მახსენდება, დაბალმა კაცმა რომ მღვდელს სთხოვა, დაწიე ეგ ხატი დაბლა, მოვკვდი გველეშაპის კოცნითო. ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს. თუ ვერ წვდები, ახტი, დალოცვილო.
ხო, კიდევ თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ბრჭყვიალა ქანდაკებას რომ ავუვლი, სულ ვფიქრობ, გველეშაპი მაინც შეღებონ შავად, ნაძვის ხის სათამაშოს ნაკლებად დაემსგავსება და თან ვინ ვინაა, კონტრასტიც შეიქმნება-მეთქი, მაგრამ იყოს ასე, ერთი სხეულივით, არა ვიღაც გველეშაპის, არამედ საკუთარი გველეშაპის მოკვლას ჰგავს ასე, რაც, უპირველესად, ჩასადენი მკვლელობაა, სანამ სხვებისას დავერევით.
მოკვლას კი მოთვინიერება ჯობს, აი, ასე, როგორც ამ უნიკალურ ქართულ ხატშია, მაგრამ მაინც.
მოკლედ, გილოცავთ გიორგობას, ყველაფერი მიყვარს და ყველაფრის მჯერა, სადაც სიკეთე ბოროტებაზე ღონიერია.”