3 მაისი, 2020

გია ყანჩელის მთავარი საიდუმლო

მთაწმინდა თუ დიდუბე? - სად დაკრძალავენ გია ყანჩელს?კომპოზიტორ გია ყანჩელის შემოქმედება სავსეა იმ უსაზღვრო მელოდიურობით, რის გამოც მსმენელს უსაზღვროდ უყვარს.

თავად კომპოზიტორს მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედების მთავარი საიდუმლო და ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ის სამარისებული სიჩუმე, რომელიც მისი ნაწარმოების დასრულების შემდეგ დგებოდა:

“იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა? სამწუხაროდ, არც მე ვიცი, მაგრამ ამავე დროს, მოვლენები ჩვენს ირგვლივ შეფერილია განსაკუთრებული ფერებით…

ჩვენ ხომ ყველას ჩვენი “სევდის ფერების ქვეყანა” გვაქვს…

ისე, “სიხარულის ფერების ქვეყანა” არსებობს კი სადმე? არ ვიცი… ერთადერთი, რაც უფლებას მაძლევს ჩავთვალო, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია, არის ის სამარისებული სიჩუმე, რომელიც იწყება ჩემი ნაწარმოების დასრულების შემდეგ…”