8 მაისი, 2020

დუდუხანა წეროძე ნატო ვაჩნაძეზე

დუდუხანა წეროძე ნატო ვაჩნაძეზე მსახიობი დუდუხანა წეროძე არასდროს მალავდა, რომ მისი იდეალი ნატო ვაჩნაძე იყო. რაც ერთი საინტერესო ისტორიის “ბრალია”:

ხელოვანის პირველი ემოცია კინოსთან დაკავშირებით სწორედ ნატო ვაჩნაძეს შეეხება.

პატარაობისას მომავალი მსახიობი მამამ კინოში წაიყვანა ფილმის “ვინ არის დამნაშავე?” სანახავად. ფილმმა ისე გაიტაცა პატარა დუდუხანა, დაავიწყდა, სად იყო.

ერთ–ერთ ეპიზოდში ნატო ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს. დუდუხანამ ეს რომ დაინახა, ტირილი დაიწყო. მამა იძულებული გახდა აღელვებული შვილი გარეთ გაეყვანა და აეხსნა, რომ ეს მხოლოდ კინო იყო და მსახიობი ცოცხალი იყო.

იმ დღიდან ნატო ვაჩნაძე დუდუხანა წეროძის იდეალი გახდა და მასზე ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა.

სიმბოლურია, რომ მათ ერთად თამაშიც მოუწიათ და წლების შემდეგ სწორედ დუდუხანა წეროძე აღმოჩნდა პირველი მსახიობი, ვინც ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია მიიღო.