დისტანციური ფოტო-გამოფენა მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

დისტანციური ფოტო-გამოფენა მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან1 ივნისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, საკუთარ facebook გვერდზე წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო, დისტანციურ ფოტო-გამოფენას, სახელოწდებით „პატარა-დიდები“.

ფოტო პროექტი ბავშვთა დაცვის დღეს ეძღვნება. ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასისა და თანამშრომელთა ბავშვობის ფოტოები, რომლებსაც თან ერთვის ბავშვობასთან დაკავშირებული საინტერესო და დაუჯერებელი ამბები.

თქვენ გაიგებთ ვის და რის გამო დაისაჯა მსახიობი ლეო ფილფანი? ვინ სცემდა ბიჭებს სკოლაში? ვინ ანსახიერებდა კლეოპატრას დანა-ჩანგლით ხელში, ვის უწოდებდნენ „ქვეყნის ამომგდებს“? ვის სურდა გამოეცნო ფეხსაცმლის „ქცევა“ უკუსვლის მომენტში? ვის და რატომ ეძახდნენ აკიმსა და რასპუტინს? ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიებს გაეცნობით 1 ივნისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ფოტო-პროექტში 60-მდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის ავტორი კი თათია პაქსაშვილია.