დინა მირცხულავას ყველაზე გულწრფელი თხოვნამწერალ დინა მირცხულავას ყველაზე გულწრფელი თხოვნა, გაგიკვირდებათ და სიკდილთან აქვს:

“იყავი შიმშილი.

უკურნებელი სენი თუნდაც. გადაჭარბებული სიჩქარე, დაუმორჩილებელი საჭე… გაუთვალისწინებელი შემთხვევა…

მოდი სტიქიურ უბედურებად.

გადაუღებელ წვიმად.

იწვიმე, იწვიმე დაუსრულებლად და ადამიანთა სიკვდილი ცურვის არცოდნას დაბრალდეს.

იყავი ზვავი, თოვლად მოწყდი, რომ ჭირისუფლებმა იანვრის თოვლს შეაწმინდონ ხელები.

აუტანელ სიცხედ მოდი – ჩაუქრობელ ხანძრად.

ოღონდაც… ოღონდაც ადამიანად ნუ მოხვალ, სიკვდილო და ნუ დაგვახოცვინებ ერთმანეთს.

ადამიანის სხეულში შემძვრალი სასტიკი და ულმობელი ხარ – განუზომელი ბოროტება.

ადამიანის ხელით კი ისეთი სიკვდილით ვუკვდებით სამყაროს, რომ ვეღარასოდეს ვცოცხლდებით მერე…”