10 მაისი, 2020

დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი გაიყიდა

ზუგდიდის დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოინგრაზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილი გაიყიდა. ყოფილმა მესაკუთრემ გია უბირიამ 995 კვ.მ ტერიტორია შპს “ლაზეთი გრუპს” 20 მარტს მიჰყიდა.

მიწის მეპატრონე კომპანია ზუგდიდშია რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია. მიწის ახალი მეპატრონე სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.

ინფორმაცია “ლაივპრესმა” გაავრცელა.