ჩემი პერსონალური ღმერთი – გივი ბერიკაშვილი!

ჩემი პერსონალური ღმერთი - გივი ბერიკაშვილი!მარჯანიშვილის თეატრის მსახიობისთვის ანა სანაიასთვის გივი ბერიკაშვილი პენრსონალური ღმერთია:

“ჩემი პერსონალური ღმერთი! ამას რომ ვწერ, ცრემლები ჩამომდის და ყელთან მეწვეთება. წლებია ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე ის სამადლობელი სიტყვები, რაც უნდა მეთქვა… გული ყელში მომდის და ცრემლებს ვმალავ. ადრე ვმალავდი სხვებისგან, როცა ადამიანებს ერთამენთის დანახვა შეგვეძლო.

მე და გივის სულ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და სულ გვექნება. თეატრში რომ შევდივარ, მის საგრიმიორიში გაკრულ აბრას მეზუზასავით ვკოცნი. რომ გამოვდივარ შანსს არ ვტოვებ, არ ჩამოვწიო ურდული. თითქოს იქ ვინმე იყო. თითქოს იქ მისი ნაწილი ცხოვრობს – უხილავი აჩრდილი. როცა ცოცხალი იყო, ხელი მომკიდა და მიმიყვანა თეატრში. არ დამავიწყდება არც ის წამი, არც ის სუნი, არც ის ტანსაცმელი, რაც მეცვა. ისე მიმიყვანა როგორც ანგლეოზს მიჰყავს ბავშვი დედამიწაზე დასაბადებლად და მეც ხელმეორედ, ან შეიძლება ხელპირველად დავიბადე. მე თეატრისთვის დავიბადე. მან კი უბრალოდ თავისი ღიმილით და ტკბილი ხმით მითხრა: “შვილო, არ შეგეშინდეს არაფრის!”

მას მერე ბევრჯერაც მიტირია, ბევრჯერაც მტკენია, ბევრჯერ მარტოც მიგრძვნია თავი, მაგრამ არასოდეს შემშინებია. იმ სიტყვებმა მომცა ძალა, რომელიც მთელი, მთელი ცხოვრება გადამატანინებს ამ დიდ სიყვარულს თეატრისას და მუდამ ავიხედები პრემიერის ბოლოს პროჟექტორებისკენ, სადაც მისი გამჭვირვალე, მსუბუქრი სული იქნება და ღიმილიანი დამიკრავს ტაშს.”