21 მაისი, 2020

ალექსანდრე დიუმას საოცარი ქართული თავგადასავალი

ალექსანდრე დიუმას საოცარი ქართული თავგადასავალიმწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა) საქართველოში ყოფნის შესახებ თავის მოგონებებში წერდა.

პიანისტი ოთარ მაღრაძე ფრანგ მწერალთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ეს ისტორია მოგონილი არაა, ნაღდია. პირადად მოყოლილი აქვს ჩვენს სწორუპოვარ პირველ თამადას – სიმონიკა სხირტლაძეს:

მოგეხსენებათ დიუმა (მამა) უსაშველოდ ბევრს სვამდა, თავის პართოსს ჰგავდა შესახედაობით.

არსებობს სიგელი, რომალიც მას გადასცა ქართველმა თავადაზნაურობამ, სადაც წერია რომ ეს სიგელი გადაეცა მას იმის გამო, რომ იგი ათრობდა გამორჩეულ ქართველ მსმელ ვაჟკაცებს – თვით გულბაათ ჭავჭავაძესაც. ხმები დადიოდა მაშინ, რომ მას რაღაც დარღვევა ჰქონდა სისხლში და ალკოჰოლი არ მოქმედებსო.

ერთ-ერთი ასეთი ქეიფის შემდეგ, როცა ქართველებს თავები თეფშებზე ეწყოთ, ხოლო დიუმა ისევ ყანწით ხელში დარბოდა სუფრის გარშემო, მეორე დღეს შეიკრიბა შერცხვენილი ქართველი თავადაზნაურობა. რა ვქნათ, შეგვარცხვინა ამ ფრანგმაო, მაგრამ როგოც მოსალოდნელი იყო, გამოსავალი ვერ იქნა ნაპოვნი. უკვე კრება მთავრდებოდა, როცა მორცხვად ხელი აიწია ერთმა რაჭველმა თავადმა წერეთელმა. მისცეს მას სიტყვა და მან თქვა ასეთი რამ: ჩვენთან რაჭაში არის სოფელი გლოლა (ეხლაც არის) და იქ ცხოვრობსო ერთი გლეხი სახელად აღგომელა. ეს აღდგომელა სვავდა თურმე ჩაფს (16 ლიტრა!!!) და იქნებ ჩამოვიყვანოთო?

– ჩამოიყვანე მაინც სხვა გზა არ არის იქნებ მოგვწმინდოს სირცხვილიო, – უთქვამთ. და ჩამოიყვანეს ეს აღდგომელა და შემდგარა პაექრობა დიუმასა და მას შორის და დაუთვრია აღდგომელას დიუმა მე-14-ე ლიტრაზე!

და დღესაც სოფელ გლოლას სასაფლაოზე არსებობს აღდგომელას საფლავი რომელსაც აწერია – მე ის აღდგომელა ვარ დიუმა რომ დავათვრეო!”