აკაკი ვასაძის ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება

აკაკი ვასაძის ყველაზე გაბედული გადაწყვეტილებამსახიობსა და რეჟისორს აკაკი ვასაძეს როდესაც ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი დაუდგა – ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, ეს უდიდესი ტრაგედია ვაჟკაცურად გადაიტანა. მეტიც – მან ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და შვილის დასაფლავებიდან მეორე დღეს თეატრში სპექტაკლის სათამაშოდ მივიდა.

ეს ეპიზოდი მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გაიხსენა:

“რუსთავის თეატრში რომ ვთამაშობდი სპექტაკლს „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, აკაკი ვასაძე იყო ამ სპექტაკლში დაკავებული. მოულოდნელად გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი. დაკრძალვის მეორე დღეს მსახიობები შევიკრიბეთ თეატრში და ვასაძეც მოვიდა.

ჩვენ გაოგნებული სახეები გვქონდა, მან კი გვითხრა:

– გიკვირთ, რომ მე გუშინ შვილი დავასაფლავე და აქ მოვედი? მე ჩემ შვილს როცა მინდა და სადაც მინდა იქ ვიტირებ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, რომელსაც ვერ ვუღალატებ.

წინათ ვამტყუნებდი, ერთადერთი შვილი მოუკვდა და როგორ არის-მეთქი? თურმე ნურავინ იტყვის ამას წინასწარ – მეც მის დღეში ვარ, ერთადერთი შვილი გარდამეცვალა და ჩემ შვილს ღამე ვიტირებ თუ სასაფლაოზე, ამას სხვა ვერასდროს მოისმენს.”