ზურა ყიფშიძეს რცხვენია

ზურა ყიფშიძეს რცხვენიამსახიობი ზურა ყიფშიძე ერთ-ერთი გულწრფელი რესპონდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუები დიდად არ უყვარს, გორგი გასვიანმა მოახერხა და “სიცრუის დეტექტორში” მონაწილეობაზე დაითანხმა.

ზურა ყიფშიძემ არ დამალა რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი ფილმის “მიდიოდა მატარებელის” გამო რცხვენია:

“ფილმის “მიდიოდა მატარებელი” გამო მრცხვენია. მარტო ჩემს გამო კი არ მრცხვენია, ყველას გამო მრცხვენია. რეჟისორისაც მრცხვენია და…

მითქვამს ეს მისთვის. არ მომწონს ასეთი ფილმები.

ადამიანმა რომელმაც შექმნა ორი შედევრი – “ალავერდობა” და “ფიროსმანი”, “ხარება და გოგიაც” გადასარევია, “მაცი ხვიტიაც”, ეს ფილმი არ მომწონს, ჩემი ძაღლი თამაშობს იმ ფილმში ყველაზე კარგად.”