24 აპრილი, 2020

ვაჟა ფშაველას და კულა გლდანელის საოცარი ამბავი

ვაჟა ფშაველას და კულა გლდანელის საოცარი ამბავიპოეტისა და მწერლის ვაჟა ფშაველას და უძლიერესი მოჭიდავის კულა გლდანელის საოცარ ამბავს ოპერის მომღერალი ვანიკო გალუაშვილი გვიზიარებს:

“ივანე ყირიმელაშვილი — კულა გლდანელი (1858 – 1934) დაიბადა სოფელ გლდანში და გახლდათ ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი, რომელმაც სახელი თბილისის უბნებში ჭიდაობით გაითქვა. პირველმა დააარსა თბილისში საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები.

1883 წელს მეგობრების დახმარებით, თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად.

საბედნიეროდ, ასეთებიც ხდებოდა…”