უდიდესი ტრაგედია აღდგომას საქართველოში

უდიდესი ტრაგედია აღდგომას საქართველოშისაქართველოში აღდგომა დღეს უდდიდესი ტრაგედია დატრიალდა. როგორც ისტორიკოსი გიორგი კალანდია განმარტავს, შემთხვევა 1089 წელს მოხდა:

“1089 წელს აღდგომა დღეს საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.

მოდით, მოვუსმინოთ “ქართლის ცხოვრებას”:

“დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა.”

იგივე მოვლენაზე შემდეგნაირად გვიყვება “ხარიტონის ქუაბის” წარწერა:

“ეკლესიანი დაირღუეს და ციხენი დაეცეს, და ნაშენებნი და სულნი მრავალთანი გარდაიცვალნეს, და დიდი შიში და ზარი დაეცა ყოველსა ხორციელსა.”

ასე რომ, გაიგეთ, ხალხნო! პანდემიამ, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა არ იცის არც ეკლესია და არც მორწმუნე!”