17 აპრილი, 2020

წითელი პარასკევი – უმძიმესი დღე

წითელი პარასკევი - უმძიმესი დღეწითელი პარასკევი უმძიმესი დღეა მთელი წლის განმალობაში. ეს არის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

პოეტი ლაშა მარგიანი ბოლო პერიოდში იესოზე გავრცელებულ სასაცილო ფოტოებისა და ვიდეოებს ეხმაურება:

“წითელი პარასკევი – დღე, როდესაც ქრისტე აწამეს და ჯვარს აცვეს, ხალხი კი ისევ ღლიცინებს იესოზე და თავისი ჭკუით, ათას სასაცილო ფოტოსა თუ ვიდეოს აკეთებს, თან იქვე აწერს, ღმერთს იუმორის გრძნობა აქვს და თუ ვინმეს არ გეცინებათ, ბნელები ხართო.

რაც მინახავს, ყველაზე ცხადად, მელ გიბსონის “ქრისტეს ვნებანშია” ეს სცენა გამოხატული, უყურეთ თქვენც, ღმერთად თუ არ გწამთ და არ აღიარებთ, წარმოიდგინეთ, ისე, უბრალო ადამიანი, რომელსაც ასე მოექცნენ და შემდეგ თუ ისევ ღლიცინის ხასიათზე იქნებით, გამოდის, რომ ადამიანური არაფერი ყოფილა თქვენში.

როგორ არაფერი შეცვლილა გარშემო, იესოს სიტყვების არ იყოს, უკვე ჯვარზე გაკრული რომ ამბობს: “მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან…

…ასეთები ვართ ადამიანები,
აღმართზე ასვლამ მხოლოდ მაშინ არ დაგვღალა,
როცა ქრისტე გავაკარით ჯვარზე.”