5 აპრილი, 2020

ტოტო კუტუნიოს მადლობა ქართველებს

ტოტო კუტუნიოს მადლობა ქართველებსცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ქართველებს მადლობას უხდის იმ სოლიდარობისთვის, რომელსაც ისინი იტალიელების მიმართ გამოხატავენ.

მომღერალმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ქართველები მის ერთ-ერთ ჰიტს L’Italiano ასრულებენ. ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა ეს სიმღერა კორონავირუსისგან დაზარალებულ იტალიას სოლიდარობის ნიშნად უმღერეს:

“ეს ვიდეო არის საქართველოდან, სადაც ჩემი სიმღერა L’Italiano ძალიან პოპულარულია და კორონავირუსთან ბრძოლის საერთაშორისო ჰიმნად, იმედისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. მადლობა. #დარჩისახლში”