თორნიკე ბზიავას არაჩვეულებრივი ინიციატივა

თორნიკე ბზიავას არაჩვეულებრივი ინიციატივამსახიობი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა გამოდის ინიციატივით, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გაკეთდეს მოთხოვნა, კვირაში ერთი დღე ქალაქში მინიმალური ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ:

“ამ რამოდენიმე დღის მანძილზე ალბათ ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რამდენად დიდი ფასი აქვს უმანქანო თბილისს.

ყველაფრის მშვიდობიანად ჩავლის შემდეგ, ვეცდებით გავაკეთოთ პეტიცია, რომლის მოთხოვნაც იქნება – კვირაში ერთი დღე ქალაქი ყველაზე მინიმალური ტრანსპოტრით ისარგებლებს. დაახლოებით როგორც ახლა.

ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკოლოგიისა და ასევე ნებისმიერი ადამიანის აზროვნების, დასვენებისა და საერთოდ ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრით.

რამდენიმედღიანი გამოკითხვის შედეგად 98% ადამიანებისა სიხარულს გამოთქვამს თუ ასეთი რამ დასაშვები გახდა. ამას გარდა ეს იქნება განსაკუთრებული მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც, რაც საერთო პოლიტიკისთვისაც კარგი იქნება!

ვფიქრობთ, რომ ეს იდეა გასააზრებელია.”