22 აპრილი, 2020

თეა დარჩია: “შემოვდივარ წინადადებით”

თეა დარჩია: "შემოვდივარ წინადადებით"მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ვირუსს არ შეუშინდნენ და კლინიკებში სამუშაოდ დარჩნენ:

“შემოვდივარ წინადადებით, შეიქმნას კონკრეტული სია, იმ ადამიანების, დამლაგებლებისა და სანიტრებიდან დაწყებული, ექიმ რეანიმატოლოგებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა ადამიანის, ვინც არ შეუშინდა ვირუსს, დარჩა კლინიკებში სამუშაოდ და პირდაპირი გაგებით თავს სწირავს ადამიანების გადარჩენასა და ეპიდემიის დამარცხებას!

სპეციალური სია!!! რომელთა სახელები და გვარები ოქროს ასოებით ჩაეწერება დღევანდელი გმირების სიაში!!! მათი შვილების უფასო განათლების უზრუნველყოფა, პანდემიის დამარცხებისთანავე, ამ ადამიანების უმაღლესი ხარისხის სასტუმროებში დასვენებისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, ოჯახებთან ერთად, პენსიების დანიშვნა მთელი სიცოცხლის მანძილზე, როგორც გმირებისთვის, სპეციალური ხარისხის მინიჭება, სპეციალური საბუთით, რაც მათ მისცემს უფლებას მომავალში ისარგებლონ შეღავათებით სხვადასხვა მომსახურებაზე!!!

და თუ რამ გამომრჩა, დამეხმარეთ და შეავსეთ სია!!! რადგან ჩვენ ყველა სახლებიდან ავად თუ კარგად მაინც დაცულები შვილებთან ერთად, მაინც დამკვირვებლის პოზიციიდან ადვილად განვიკითხავთ ყველას და ყველაფერს!!! ისინი კი ჩუმად, 24 საათის განმავლობაში თითოეული ადამიანის, მათ შორის, ჩვენს სამსახურში არიან!!!

მადლობა და დიდი პატივი მათ ჩვენგან!!!”