10 აპრილი, 2020

სოფო ბედია კრიტიკოსებს პასუხობს

სოფო ბედია კრიტიკოსებს პასუხობსმომღერალი სოფო ბედია პასუხობს ყველა იმ კრიტიკოსს, ვინც მისი იდეა დაიწუნა.

სოფომ 20 სხვადასხვა თაობის მომღერალი კორონავირუსის წინააღმდეგ გააერთიანა. მათ ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს:

“ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ! ჩემი იდეა იყო, რომ ამ თემაზე შექმნილიყო სიმღერა და ხალხი დადებითად განგვეწყო!

კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კლიპი! სრულიად უკაპიკოდ, უანგაროდ გაკეთებული სიმღერა და კლიპია!

რასაც ვუყურებ და ვისმენ, მოგიწოდებთ ყველას, თუ კლიპის ხარისხი და თავად კლიპი არ მოგწონთ, რომელიც ნაჩქარევად დაამონტაჟა ბესო კვარაცხელიამ, სრულიად უსასყიდლოდ და მოქალაქეობტივი პასუხისმგებლობით, გამოჩნდით და შემეხმიანეთ ის კლიპმეიკერები, ვინც უსასყიდლოდ და უკაპიკოდ გადაიღებთ უკეთესს და ხარისხიანს!

ძალიან გთხოვთ, ნუ აკერებთ პოლიტიკურ სარჩულს! აქ არაფერ შუაშია არც ერთი პარტია. მინდოდა კეთილი სურვილები გაგვეშვა ჩვენი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს და გამოიყენეს ბოროტად ეს ყველაფერი ზოგ-ზოგიერთებმა და პოლიტიკური სარჩული დაუდეს!

კატეგორიულად უარვყოფ სიმღერისა და კლიპის პოლიტიკასთან კავშირს!”