სესილია თაყაიშვილის გავლენით შეცვლილი ცხოვრება

სესილია თაყაიშვილის გავლენით შეცვლილი ცხოვრებამსახიობმა სესილია თაყაიშვილმა არაერთ ადამიანზე მოახდინა განსაკუთრებული გავლენა.
გამონაკლისი არც დრამატურგი რეზო კლდიაშვილია:

“სკოლაში რომ ვსწავლობდი, არდადეგებზე ქუთაისიდან ჩამოვყავდით თბილისში დეიდასთან, ყაზბეგის ქუჩაზე (ვერაზე) ცხოვრობდა და თან მყვებოდა. სად არ დამატარებდა – თეატრებში, მუზეუმებში და, რასაკვირველია, თბილისელ ჩვენს ნათესავებთან. რა ვიცი, იყო ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობები.

დეიდა თეატრის მოყვარული იყო და სრულიად შემთხვევთ გაზეთი გადავშალე ბევრი სურათებით. ამდენფურცლიანი გაზეთ პირველად ვნახე. 11-12 წლის ვიყავი და გადავეყარე სურათს და დინჯად ამოვიკითხე, სესილია თაყაიშვილი ელისაბედი, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან “მარიამ სტიუარტი”. აქვე იყო მეორე სურათიც, როცა გაშმაგებული ელისაბედი, სესილია თაყაიშვილი სარკეში იხედება და შანდალი უნდა ესროლოს თავის გამოსახულებას – არ ვიცი ამ დღემ, ამ გაზეთმა, სესილია თაყაიშვილის ელისაბედმა, არ ვაჭარბებ რაღაც ძვრა მოახდინა ჩემში.

ამის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა და ქვეცნობიერში იჯდა ეს სახე, სარკე, შანდალი, ელისაბედი – გადის 50 წელზე მეტი და ვწერ ისტორიულ პიესას “ბიზანტიის დედოფალი” და ამ პიესის გმირი ანა დალასინა, იმპერატორ ალექსი კომნენონოსის დედა, რომელიც უპირისპირდება არ ჰქვია, ღია ომს უცხადებს ბიზანტიის დედოფალ მართა-მარიამ ბაგრატიონს. იმდენად ვიყავი დამუხტული წერის დროს, წლებმაც ვერ გაანელა სესილია თაყაიშვილის ელისაბედის გავლენა.

P.S.მხატვარი გოგი გეგეჭკორი ცნობილია ისტორიული პიროვნებების პორტრეტების ხატვით. დავურეკე – გოგი, გექნება სესილია თაყაიშვილის სურათი მარიამ სტუარტიდან. პაუზა… ეს წუთია დავამთავრე სესილიას ელისაბედის დახატვა, ჯერ ხელიც არ მომიწერია სურათზეო და გადმომიგზავნა – უცნაური დამთხვევა!”