პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძი

პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძიიტალიელმა არქეოლოგმა ვიჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული.

წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.

პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე და მესამე წარწერა კი შესრულებულია გაცილებით ადრე.

პალესტინის ქართულ წარწერებს მიხეილ თარხნიშვილი და გიორგი წერეთელი იკვლევდნენ. კვლევის მიხედვით, წარწერები V საუკუნის I ნახევრით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პალესტინაში აღმოჩენილი წარწერა ბოლნისის სიონის ცნობილ წარწერებს ნახევარი საუკუნით უსწრებს.