19 აპრილი, 2020

ოთარ ჭილაძე აღდგომაზე

ოთარ ჭილაძე აღდგომაზემწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 1997 წელს წერდა:

“კინტო ულოცავს საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაულს.

ჩემი აზრით, ქვეყნის უკეთესი გაბითურება ალბათ ძნელი წარმოსადგენია. კინტოების რესპუბლიკა!

საწყალი გრიშაშვილი გამწარებული გვაფრთხილებდა, კინტო საგინებელი სიტყვააო, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად მივისწრაფით კინტოობისაკენ, გაკინტოება დაგვისახავს მიზნად. ეს გვგონია გვირგვინი ჩვენი ეროვნულობისა და ადვილი შესაძლებელია, მართლაც ასეა?!”