23 აპრილი, 2020

ნუცა ბუზალაძე – “არ არის სიამაყის დრო!”

ნუცა ბუზალაძე - "არ არის სიამაყის დრო!"ასე მიაჩნია მომღერალ ნუცა ბუზალაძეს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისგან მსოფლიოში შექმნილი საფრთხის გულისყურით გააზრებას სთხოვს:

“როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, იტალია 2 კვირის განმავლობაში იყო კარანტინში. ამ დროის განმავლობაში იტალიელებს მოსწყინდათ და რადგან ბევრი არ დაიღუპა, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და განაახლეს თავიანთი ცხოვრების წესი. 15 დღის შემდეგ კი ათასობით გარდაცვლილი ჰყავდათ, ხოლო ექიმები ავრცელებდნენ ვიდეოებს, თუ როგორ იყო სავადმყოფოს დერეფნები გადაჭედილი მომაკვდავი ადამიანებით.

ეკვადორში 20 დღის წინ ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ. დღეს ისინი ქუჩაში წვავენ თავიანთ მიცვალებულებს იმის გამო, რომ არ არსებობს პერსონალი, რომელიც სახლებიდან ცხედრებს გაიტანს.

ესპანეთში იგივე მოხდა, ახალგაზრდები გამოვიდნენ კარანტინის დროს, არდადეგების მოსაწყობად, შეკრებებისა და გასეირნების მიზნით. 20 დღის შემდეგ კი ხალხი ტიროდა…

საქართველო არის ამ ეტაპზე: არ არის სიამაყის დრო “რომ მე არაფერი დამემართება!” შეიძლება თქვენ არ დაგემართოთ, მაგრამ საქართველოში არიან მოხუცები და იმუნოსუსტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება… დარჩი სახლში, შეაჩერე კოვიდ 19!”