20 აპრილი, 2020

ნინო ბაშარულის გულითადი თხოვნა

ნინო ბაშარულის გულითადი თხოვნამომღერალი ნინო ბაშარული გულითადად გვთხოვს თითოეულ ჩვენგანს, რომ გული არ ვატკინოთ დედამიწას და შიშველი ფეხებით და ხელებით მოვეფეროთ მიწას, ვესაუბროთ ბუნებას, ყური დავუგდოთ მას:

“ქრისტე აღსდგა ჩემო ტკბილო ადამიანებო, კაშკაშა მზის შვილებო!

რა ვქნა ეს “ს” ასო უფრო გემრიელად და მისტიურად გამომათქმევინევს სიტყვა “აღსდგას”.

ამ სიმღერის შესრულება მიყვარს სააღდგომოდ, ეს სიმღერა სიმბოლოებით სავსეა, ორ სამყაროს შორის ხიდის გამდებია, სულთა უკვდავებაზეა, ცისკრის წყალი კი ჭეშმარიტი სიყვარულის სიმბოლოა, რომლითაც გვკვებავს უფალი.

“ის ვაჟი” ყველა მამაკაცშია, თუმცა უმეტესობაში მიძინებულია, ვინც შეძლებს და სულიერ ფასეულობებს მატერიალურზე წინ დააყენებს, ის გააღვიძებს საკუთარ თავში საოცარ შესაძლებლობებს… ყველა ქალი ასეთ მამაკაცზე ოცნებობს, მაგრამ ქალსაც უდიდესი მისია აკისრია, ის უნდა დაეხმაროს მამაკაცს ამ დიადი უნარების გაღვიძება-გამოვლენაში, კეთილი სიტყვა-შეძახილით, კეთილი აზრით, კეთილი ღიმილით…

ეს უნდა გავაკეთოთ ძმებთან, მეუღლეებთან, შვილებთან, მეგობრებთან მიმართებაში, განსაკუთრებით შვილებს უნდა შთავუნერგოთ საკუთარი თავის რწმენა, ეს რომ მოვახერხოთ, უნდა დავუმეგობრდეთ მათ!…

მიყვარხართ, ადამიანებო, და მჯერა, რომ სამყაროს ერთად შევცვლით უკეთესობისკენ!

დავუბრუნდეთ სოფელს, დავუბრუნდეთ მთებს! ყველა ცოლს, დედას, დას ვთხოვ, რომ თავიანთ მეუღლეებს, ძმებს და შვილებს მოტივაცია და სტიმული მისცენ სოფლებში დაბრუნების…

ეს არ ნიშნავს კონტაქტის გაწყვეტას ქალაქთან. ჩვენ ზომიერებას ვისწავლით და გადავრჩებით!

ასფალტი გვაშორებს დედამიწის ენერგეტიკასთან, სამყაროსთან… შიშველი ფეხებით და ხელებით უნდა მოვეფეროთ მიწას, ვესაუბროთ ბუნებას, ყური დავუგდოთ მას…

ნუ ვატკენთ დედამიწას გულს…”