9 აპრილი, 2020

მოუსმინე ზღაპარს

მოუსმინე ზღაპარს– მოუსმინე ზღაპარს – ასე ჰქვია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სიახლეს, რომელიც 10 აპრილიდან დაიწყება.

ყოველ საღამოს 8 საათზე თეატრი საკუთარი ფესიბუქის გვერდზე ბავშვებისთვის ზღაპრების ციკლის ვიდეო ჩვენებას წარმოგვიდგენს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები პატარებს ქართულ ხალხურ და ევროპულ ზღაპრებს მოუთხრობენ.