მედეა ჯაფარიძის უზუსტესი შეფასება

მედეა ჯაფარიძის უზუსტესი შეფასებაქართველი მსახიობის მედეა ჯაფარიძის შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება.

იტალიელი პოეტი, მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა ულამაზეს და უნიჭიერეს ქართველ მსახიობს უზუსტესად აფასებდა და რთულია, მას ამაში არ დაეთანხმო:

“დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე.”